siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-28 - 7:12 PM    
siyvaruli.in
ჩვენს ქალაქში წვიმს.
ჩვენს სახლში.
ჩვენს ოთახში.
ჩვენს ქალაქში სხვანაირად წვიმს. უფრო ცივად და უფრო მარტივად.. (რაც შენ წახვედი, იმის მერე)
ჩვენს სახლში სხვანაირად ცივა.
ჩვენს ოთახში სხვანაირად ქრის.
რაც შენ წახვედი იმის მერე. თორემ მანამდე... (არ ღირს ალბათ)
შენ წახვედი. წახვედი და რაღაც დამთავრდა. დაინგრა ყველა ახლად აშენებული შენობა და სავაჭრო ცენტრი (სადაც სიყვარულს ყიდდნენ. (გახსოვს?) )
რაც შენ წახვედი, მე მაცვია უფრო შილიფად და უფრო გრილად. მიჩანს ყველა ის ნაწილი სხეულის, რომელიც გიყვარდა.
რაც შენ წახვედი, გავიხადე.. ხო, გავიხადე სიყვარული და უშენობა მოვიცვი შიშველ სულზე.
რაც შენ წახვედი ცისარტყელა აღარაა შვიდ ფერიანი. (ფერები შემცირდა და გახუნდა)
რაც შენ წახვედი მიმატოვა ყველა ჩიტმა რომელიც, იყო ჩვენს აივანზე.
შენი წასვლის მერე საშინლად მაღიზიანებს გაფუჭებული ონკანის ხმა. (მომწონდა ადრე.)
რაც შენ წახვედი, ქალაქში გარდაიცვალა ყველა, ვინც მოგვწონდა.(უფრო სწორედ, მოგწონდა შენ. (მე, მხოლოდ შენს გამო).
რაც შენ წახვედი აღარაა აღარაფერი ისე. (როგორც ადრე)
რაც შენ წახვედი ღამდება შუადღის სამზე.
რაც შენ წახვედი, ჩვენს ქალაქში სხვანაირად წვიმს.
ჩვენს სახლში.
ჩვენს ოთახში. (ცივა)
საერთოდაც, რაც შენ წახვედი, თავზე დამენგრა ჩვენი ქალაქი.ქალაქი, სადაც კორპუსები ვარდისფერი იყო და არ დადიოდნენ მანქანები. ქალაქი სადაც სითბოს ყიდდნენ.
ქალაქი რომელსაც მე და შენ ვაშენებდით და ’’ჩვენი’’ ერქვა.
დაინგრა.
დაინგრა და ცივა..
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<