siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 2:34 AM    
siyvaruli.in
იცი, ძვირფასო,
ბევრი კერპი მყავს
ვაშლის ყვავილი, შენ და აპრილი
სულ სიყვარულზე მეჩურჩულება
სხივი სარკმელზე ცერად აჭრილი,
ვერა ვერაფრით ვეგულგრილები
მიწაზე იას, ცაში ასპიროზს,
აბა, მე მარტო როგორ გავუძლო
სამყაროს წარმტაცს და უნაპიროს...
მედეასავით ვნებას აყოლილს
ხან მწუხარება ისე მომიცავს,
მინდა მსხვერპლივით, როგორც ირემი
გადეყარო ჩუბინ მოისარს,
რომ ჩემს მკლავებში სიკვდილს ებრძოდე,
და სისხლის ტკბილი გემო გავიგო,
დავაგემოვნო როგორც ბადაგი,
როგორც მწიფე და ტკბილი აკიდო,
სულ ბღუჯა-ბღუჯა დავგლეჯ ბალახებს
ჭინჭრებს, ღიღილოს ანდა სამყურებს,
და ჩემი ხელით დაწურულ შარბათს,
ვით აიაზმას გადაგაპკურებ.
თმას ჩამოვიშლი მთაში დალივით
ათას ხრიკებს და ათას ოინებს
გამოვიგონებ, დავედევნები
მეტეორებს და მეტეორიტებს...
იცი, ძვირფასო, ჩემი სისუსტე,
საღამო შევსვი შენი თვალებით
და იმ დღის მერე დიდი ბავშვი ვარ
მეოცნებე და არგასამხელი,
ბევრი კერპი მყავს და ბევრი შვილი,
ყოველთვის როცა ჰო, როგორც წარმართს ბევრი ნაკლი მაქვს,
იღვიძებს ღამე
მე მზესთან ერთად სარეცელს ვიშლი
ვაშრობ ოცნების მტირალა რტოებს,
დაგროვილ გრძნობას ვუცვლი კალპოტს
და ყოველ ღამით შენ როცა გძინავს,
როგორც როსკიპი ლექსთან გღალატობ…
ვიშენებ ლექსებს, როგორც ტკბილ ბუნაგს,
როგორც მტკიცე და მზიან ბარაკონს,
და მაინც, თუმცა, ბევრი კერპი მყავს,
პირველი შენ ხარ... ულაპარაკოდ..
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<