siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 2:47 AM    
siyvaruli.in
მაღალ ტახტრევანზე იჯდა მამაღმერთი,

თეთრი ღრუბლები ეფინა ბალიშებად,

მყინვარი შანდლად ედგა, შიგ მზე სანთლად ენთო

და ხალხს ელვის კვერთხით სურვილს ანიშნებდა.

წყალობა უფლისა თურმე ყველას მისწვდა,

მისი ყველა მკვიდრი თავისთან შეჰყარა

გაშლილ ხელისგულზე ედო დედამიწა,

რომ კაცთა მოდგმისთვის გაეყო ქვეყანა.

მის წინ რიგში იდგნენ: ზანგნი თუ არაბნი,

ფრანგნი თუ ვინ მოსთვლის ღვთის ნებას მინდობილს,

ზოგს მთები არგუნა, ზოგს - მთების ქარაფი,

ზოგს - ვრცელი უდაბნო, ზოგს - ცხელი მინდორი.

ზოგს მთამ მოუწია, ზოგს - მთის კალთები,

უფლის განაჩენი არ იყო სადავო,

მხოლოდ, ამ ვრცელ რიგში არ ჩანდნენ ქართველები,

რიგი და ქართველნი ?! საიდან სადაო..

და როცა პირწმინდად დარიგდა მთა-ბარი,

გოჯიც კი მიწისა არ დარჩა უბრალოდ,

უეცრად ჩვენები სად იყვნენ სად არა,

წარუდგნენ და ჰკითხეს : "ჩვენ რა ვქნათ უფალო?"

მიწის ამზომველნი სულს ძლივსღა ღაფავდნენ,

ფრიად დამაშვრალი ჩანდა თვით მეუფეც,

განცვიფრდა: "ვინა ხართ, სადა ხართ აქამდე?"

მთელი დედამიწა გავყავი მე უკვე.

ქართველნი გახლავართ, გავშალეთ ნაბდები,

შენი სადღეგრძელო თასები მოვცალეთ,

რიგს ლხინი ვარჩიეთ, გაქეთ და გადიდეთ

და დაგვაგვიანდა ჰე ღმერთო მოწყალე..

ვადიდეთ შენს მიერ შექმნილი სამყარო მეუფევ მაღალო

და რადგან სამყარო ყველას გაუყავი

ცუდიც და კარგი კუთხე გაეცი მთლიანად,

რა ვუყოთ, ნუ სწუხარ, შენ კარგად იყავი

ოღონდ დაგვიცალე ეს ერთი ფიალა!

ალპებად, ანდებად თუ კავკასიონის ქედებად აიწივნენ წარბნი შეკრულნი,

სად დაგაბინაოთ, არ არის იოლი,

ასეთი ლამაზნი, მამაცნი, ერთგულნი..

სუყველა გავეცი: ბილიკიც, ჭიუხიც,

ჩემტვის დავიტოვე პატარა წალკოტი,

იქ კალთა დავბერტყე სიტურფის სიუხვის,

საჩემოდ სამოთხის ხეხილით ვამკობდი..

ჩემტვის მინდოდა მზიური ქედები

და რადგან მიწის სხვა ნამცეციც არ არის

ზეცაში ვიცხოვრებ და ეს ედემი

თქვენთვის დამითმია დე იყოს ალალი! ...

და ასე წაბრძანდა ღმერთი ცათა შინა,

და ჩვენ დაგვიტოვა მზიური ქედები,

მიტომ საქართველოს რა არ გააჩნია,

ჰქუხს მისი სიტურფის, სიუხვის ამბავი...

შეგვინდოს იგივე უფალმა,ვინც ვითომ,

ქართველებს თავისი გვაჩუქა საუფლო

ან შურდა, ყოფილა ან მიეთ-მოეთი

არ მახსოვს ლეგენდა ნათქვამი სხვა უფრო.

მაღალ ღმერთს კი არა,თუ გინდათ მართალი,

აქ კალთა ქართველ ხალხს დაუბერტყია,

და თუ საქართველო ედემი რად არის,

შეხედეთ ქართველის ხელები გეტყვიან

შეხედეთ ხელებს,დაკოჟრილს,დაშაშრულს,

ხან დამწვარს,ხან დამზრალს მზეში თუ ყინვაში,

შეხედეთ მის ხელებს და გსურთ თუ არ გსურთ,

ნისლივით გაქრება ლეგენდა მირაჟი..

შეხედეთ ნაომარ ველ-მინდვრებს,მთა-გორებს,

აქ ჩვენი სისხლი სჩქეფს მტკვარშიც და რიონშიც

და მითი რამის რომ მართალი გვეგონა,

უცებ ფასს დაკარგავს ვით თვალი რიოში.

მოდი და კეთილო იხილე ყოველი

ცამ წარბი გაგიხსნას,ზღვამ შემოგიღიმილოს,

იხილე ვარძია ან სვეტიცხოველი

ან ჯვარი, ლაჟვარდში აჭრილი მიმინო!

მაღალ ღმერთს კი არა თუ გინდათ მართალი,

აქ კალტა ქართველ ხალხს დაუბერტყია,

და თუ საქართველო ედემი არ არის

შეხედეთ ქართველის ხელები გეტყვიან !!!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<