siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 2:30 AM    
siyvaruli.in
მარწყვის სუნმა, რა ვქნა, ისე დამაბნია,
აღარ მახსოვს,
ეს იყო თუ სიზმრად ვნახე:
ვაშლის ჩრდილში
დაშაქრულ მარწყვს გაჭმევდი და
წითელ-მოტკბოდ
დაგითხვარე მთელი სახე...
ერთმანეთი
ისე, ისე გვიხაროდა,
არ გვახსოვდა
სხვა,
(ჩვენც არვის არ ვახსოვდით),
შენს თვალებში ვუღიმოდი
ჩემს ორეულს_
ლამბაქით და პაწაწინა ვერცხლის კოვზით...
შავ-შავ შაშვსაც
თავგზა ისე არეოდა,
ალაგ-ალაგ ყალბი ბგერით გაგვიფრინდა,
ერთი ციდა წითელკაბა ჭრელი ჭია
შენს თითებზე გადაცოცდა
ჩემი თმიდან...
მზე
ზეცაზე ყირამალა დადიოდა,
ვგონებ,
ისიც მთვრალი იყო მარწყვის სუნით.
მურაბის ქვაბს
გული ჯავრით აუდუღდა,
სიზმარს ცხადად ვნახულობდი,
თვალხილული....

სანათა
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<