siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 2:34 AM    
siyvaruli.in
სად დაიბადა ბედნიერება...
ზღვაში? მზეში? თუ ჩვენში?
სად ისახება მისი ზმანება,
ღიმილში? იქნებ ცრემლში?
ზღვა მღელვარეა, ცოტა მრისხანეც,
გრძნობებს ვერ მალავს ვერსად,
თუ რამეს დარდობს გულში ვერ იკლავს,
გულს ტალღებს უშლის წესად...
მზე ნათელია, თითქოს მდუმარე,
რასაც გრძნობს არას ამბობს,
ვინ იცის გულში რა გრძნობებს მალავს,
ვიზე ან რაზე დარდობს...
ის, ვინც იცინის, ბედნიერია?
იქნებ ამით დარდს მალავს?
ალბათ გონია, რომ ამ ღიმილით
სევდიან სახეს ფარავს...
ბედნიერებას სევდა არ ახლავს,
ის ვერ იქნება ცრემლში,
არ იბადება მზეში, არც ზღვაში,
ის იბადება ჩვენში...
ბედნიერება ყველას გვეკუთვნის
თუ მოვიპოვებთ მას,
მისთვის კი ისე უნდა ვიბრძოლოთ
რომ არ წავართვათ სხვას.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<