siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-28 - 7:16 PM    
siyvaruli.in
მე ჩემს მძიმე ცოდვებს ძრწოლვით დავათრევდი,
შორეთს გატყორცნილი ფიქრიც მიწამია.
კვლავაც უცნაურად თავზე დამათენდი.
მე შენს სუნთქვასაც ვგრძნობ მაგრამ სიზმარია.

ახლა დედამიწა მეტად შეშლილია,
ახლა სიცოცხლეა თქვენი სათამაშო.
ასე გაგრძელების უკვე მეშინია,
ისევ მომართულა გული საგანგაშოდ.

მე ხომ მიპოვნია ამ დღის დასასრული,
მაგრამ ჯერჯერობით სიკვდილს ვერიდები.
მინდა, რომ გავექცე ღამით ამ სამყაროს,
მინდა გავცილდე და მაინც ვერ ვცილდები.

ახლა აგავაა ვხედავ გულის ფსკერზე,
ნაყოფს მოისხავს და მერე კვლავ მოკვდება.
ბოლოს გადავიჭრი მაინც დაღლილ მყესებს,
რა ვქნა გადამღალეს გულში ამ როკვებმა.

ახლა გრანელია შორი პლანეტები,
აი ტაბიძე კი მთელი გალაქტიკა.
ვხვდები ამ მიწაზე ვერც მე დავეტევი,
ისე ვიძირები როგორც ატლანტიდა.

წავალ გავეგები ქვეყნად სათარეშოდ
ზოგნი ჩამითვლიან ქცევას არაწმინდად.
მაგრამ ქროლვით მერანს როცა დავეწევი
სხვისი ლურჯა ცხენი უკვე აღარ მინდა
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<