siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 2:26 AM    
siyvaruli.in
როცა სიყვარულის ამყარეს უფლება,
სევდაბოღმნარევი დამიდგა გუნება,
გვერდში შემოვისხი ღვინო და ცდუნება
ფეხზე დავიკიდე ყველა ფუფუნება.
ნება, ჩემი ნება
იქცა მოგონებად,
ფიქრებად,
ეჭვებად,
დამემსხვრა ხატება,
ნება ნება ნება მიჰქრის მოგონება
არა არაფერი აღარ მენანება.
ღამეა და ბნელა, ცაზე მცურავ მთვარეს
მწუხრით შეუმოსავს ირგვლივ არემარე,
მტკვარი მორუდუნე ტივი მონარნარე
ჭიქა მოგიშვირე, - მიდი ერთიც ბარემ.
ერთიც მეთქი ბარემ
სანამ გათენდება,
ფერები
ზმანებად
აღარ დაბრუნდება,
ნება ნება ნება კვდება მოგონება
არც ცრემლი მომდის და აღარც მეძნელება.
სანამ ორთაჭალას ასდის ოხშივარი,
აღარც ამ გულს არ ჰყავს არვინ მომჩივანი,
სანამ ყველას სძინავს, შფოთავს სიძვის შარი,
მთვრალი სიყვარულის თეთრი პაემანი.
თეთრი პაემანი
ერთი კაეშანი
ერთი კათხა ლუდი
ლუდით მთვრალი ქალი,
მანი მანი მანი უსირცხვო კამპანი,
ქისის საპნის სუნი გოგირდში ნაბანი.
ისევ გათენდა და ერთი დღეც ბერდება,
თოვლი მზეზე დნება, გულიც გაგრილდება,
მძინარა წარსული აწმყოს უბრუნდება,
დაქანცულ სხეულში ფიქრები გრძელდება.
ფიქრები გრძელდება
ვნებაც კი ნელდება,
უსულოდ უღმერთოდ საათი ჩერდება,
და უსიყვარულოდ ჭიდილი ვედრება
გრძელდება, გრძელდება, გრძელდება,
გ რ ძ ე ლ დ ე ბ ა…
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 6
სტუმარი: 6
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<