siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 2:32 AM    
siyvaruli.in
რაღაც უსხეულო ზიზღის მომეტებით
მთვარე მზის არეკვლით ისევ ბათილება,
ბნელეთს შერჩენილი ვიბრძვით პოეტები,
ველით უსაშველო ღამის გათენებას.

მთაზე ჩამოცლილი ღრუბლის ფანტელები,
თვალებს აგიხელენ, უკიდურესობავ,
დროის იარაღი უკვე დავტენე და
ცრემლით უპეები მალე ამევსება.

მოვკლავ სიბნელეს და წამებს დავერევი,
ქარი მიმოფანტულ ლექსებს გადაუვლის,
ნამინდორალი და მწვანე ნაველევი,
ჩამოიღვენთება ცრემლი გაზაფხულის.

მიწის სუნთქვა მესმის, მიწის მაჯისცემა,
დრო კი მის საკადრის თავანს ჩაიბარებს,
ჩვენი სიყვარული დარჩა კულისებად,
გახსოვს? სპექტაკლიდან მზესთან გავიპარეთ.

მთები ვიყიდეთ და მერე გავაჩუქეთ,
რაღაც უსხეულო მწუხრის მომეტებით,
მერე გაზაფხულის ნისლი გავაშუქეთ
და სიბნელეს შევრჩით მხოლოდ პოეტები.

ქარით დამშვიდებულს სითბო მომეძალა,
სითბო ტირიფების სუნთქვით დაზაფრული,
დილა გათენდება, ჩვენგან ყველა წავა,
ისევ გაღვივდება ცრემლი გაზაფხულის.

უკიდურესობავ ნუღარ მეძალები,
ახლა ჩემს გულში ხომ მიეთ-მოეთია,
აი აკლდამა და ერისთავის ციხე,
აქ გამომწყვდეული ღამეც პოეტია.

მხოლოდ ერთი ტყვია,თავი დამანებე,
ოო, ერთ ლულაში, როგორ ჩაგატიე,
დროის იარაღი ისევ დავტენე და
ზევით გასროლილი ტყვია მაპატიე…
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<