siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 4:35 AM    
siyvaruli.in
ეგ არაფერი... მოიწმინდე ცრემლები, კარგი !
ცოტა, ფანჯრებსაც დავაცადოთ, ნახე გაწვიმდა,
დედას ვფიცავარ, ეს დროც ისე გამორბი-გარბის,
როგორც ცრემლები ტუჩებისკენ, შენი ღაწვიდან.

ზიხარ პორფილში, ვერ გიყურებ თვალებში რადგან.
ჰო, ვერ გიყურებ საყვარელო. ჩემო - აიდა :
ცუდი დრო დადგა! გულახდილად, ცუდი, დრო დადგა.
ოღონდ ვერაფრით ამიხსნია, რატომ დაგვიდგა?!

ჩვენც ხომ სხვებივით გულახდილად, ლოცვას და მარხვას,
კი არ ვიწყებდით, ვეძლეოდით. ჩვენც ხომ სხვებივით,
დღეში ორმოცჯერ ვურეკავდით, ერთმანეთს "სად ხარ?
საყვარელო... იცი, მომწყინდა..." მეგობრებივით,

ჩვენსავით რომ აკლიათ რაღაც, იმ და-ძმებივით,
ჩვენსავით რომ ეძებენ სათქმელს და თუ იპოვნეს...
როგორც ძვირფას, ბავშვობის ნახატს,მიაწყდებიან,
როგორც საკნის ერთადერთ სარკმელს, ზღვა პატიმრები

როდესაც მოთოვს, ან ქალის ხმა მოისმის, როცა
ცნობისმოყვარე - სურვილებიც გვაპატიმრებენ,
- ავდგეთ გავხედოთ, თუ როგორ თოვს, თუ როგორ კოცნის
მონატრებული, მონატრების საპატიებლად,

სველი ტუჩებით, პატიმარს თუ აგურით ნაშენ,
ტანჯვის გალავანს თოვლი. ქალი. ქალი თუ თოვლი...
როცა ორთავე იმასვე გრძნობს, იგრძენი რაც შენ,
მაგრამ ეხება ბედნიერი, არათუ ყოვლად

შეუძლებელიც იქნებოდა ამის ატანა,
ჰო, ეგ კი არა, რაც გრძელდება, ცოტათი მეტ ხანს,
(რაც არ მთავრდება, ხან მთავრდება "რკინის" გატენვით)
რაც ყოველდღეა, ყველაფერი... რომ წაგეკითხა...

ყურადღებით, რომ წაგეკითხა, ამასწინებზე,
გწერდი - რაც ხდება, ალბათ უფრო უნდა ხდებოდეს.
ხან გაძინებენ, ხან პირიქით არ გაძინებენ,
ტკივილები და შინაგანი უთანხმოება.

მე ვიცი, შენი მარტოობის მომჟავო გემო,
მარტო ყოფნისაც გამეგება, რაღაც, ზოგადად,
მზერა კი არა ლამის გული წაიღო ჩემი,
ქალმა რომელმაც ჩაიარა და ჩამოგგავდა

და მე ვიჯექი და ვფიქრობდი რად არ მოგდევდი,
ან, იქნებ არა, ვერც ვფიქრობდი, ვცდილობდი მაგრამ
რაღაცა ძალამ... თავს უფლება ხმის ამოღების,
გამოკიდების, ჩახუტების გულში და მაგრად !

ლაქადდამჩნეულღვინისფერი ტუჩების, სახის
მზემოკიდებულხორბლისფერი, ცივი ხელების.
კრძალვით შეხების, მოფერების, თუნდაც შენახებ,
"ჩვენც ხომ ხალხი ვართ" ჩვენც ხომ ვცვდებით, მივიცვალებით,

როცა იქნება, გავუსინჯავთ მეფურად გემოს !
რადგანაც გავჩნდით, შევიყვარეთ, ჩვენც ხომ ოდესმე,
პატარძალივით ჩამოგვივლის ტიტანის გემი,
რომლის გუგუნიც ხან მკაფიოდ, ხან ყრუდ მოგვესმის,

რა გავაგრძელო? ვერ გავბედე უბრალოდ მოსვლა,
შიში იმის, რომ ის ქალი არ ყოფილიყავი,
ისე ძლიერი აღმოჩნდა, რომ მუხლები ქუსლით,
ასე მეგონა ჩამიმსხვრია, ვერც დავიბღავლე...

ასე რომ არა, საყვარელო, გასწიე ფარდა!
არაფერია სატირალი, არც ამ, არც იმ სხვა
აღარაპირებ ცხოვრებაში, სიცილის გარდა,
ყველა - სასახლე, ყველა - ფერი, ყველა დაიმსხვრა.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<