siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 5:03 AM    
siyvaruli.in
გაიმეორე! რამე სიტყვა გაიმეორე!
გაიმეორე... თუნდაც ორჯერ ჩემი სახელი.
არ არის ახლოს, მაგრამ სულაც არ არის შორი.
მალე, ამ აღმართს გადავალთ და ჩემი სახლია.

ჩემს სახლთან, ორი სხვა სახლია, ორივე სახლი,
ორივე ჩემს სახლს გაცილებითსჯობია ბევრად,
მაგრამ ეს არის: ერთადერთი ისმართლე ახლა.
ეს არის: ჩემი ერთადერთი უძირო ქვევრი.

და თუ საერთოდ ვინმე მომყავს, უკლებლივ ყველას,
ვეუბნები რომ: ამ სახლებში - ცხოვრობს არავინ.
კეტავს არავინ, შედით, მაგრამ არაფერს ხელი
ოღონდ არ ახლოთ. ამბობენ რომ: გადასარევი...

გადასარევი სახლებია და საშუალებაც,
გადასარევი. იგრძნონ... ნახონ... ათვალიერონ...
ღმერთის, ერთის მხრივ - სამყოფელი, (გარდაცვალებულ)
ხოლო მეორის - დასასრულის დასალიერი.

სადაც, ყოველთვის ეგონათ, რომ რაღაც იცვლება.
ცდილობდნენ, მაგრამ ვერ გაეგოთ, მაინც რის გამო...
იყო ასეთი მიმზიდველი - ღამით ისლები.
და ამ ისლების პოეზია... სწორედ ის კამი,

ბავშვობაში, რომ უდარდელად ჩამოჯდებოდნენ
და შუაღამის გადასვლამდე "აბირჟავებდნენ".
არ ადარდებდათ - ქვეყანა თუ ამოწყდებოდა!
არ ადარდებდათ, რომ სიკვდილი - ასეთი შავი,

ჩემი თმებივით... კაცისათვის, გრძელი თმებივით.
(როგორც მოხუცი მამა ამბობს). სადღაც ჭაღარა-
-გამორეულიც, ზღვის ქაფივით მზეზე ნებივრობს
და იცის თავის დასასრული ქვეყნად არ არის.

სხვა გზაც არ არის... სახლები კი საკუთარ ჩრდილში,
პატარებივით დაცოცავენ, ძველი სახლები.
ასე გრძელდება საუკუნოდ, ცხადში თუ ძილში...
და უხარიათ... და აწუხებთ... და ვეახლებით...

ვინც - ვართ ისინი, ვინც ვიყავით და ვინც ვიქნებით...
ვინც ვართ, ან ყოველ შემთხვევაში გვინდა, რომ ვიყოთ.
გინდა არ გინდა, გამოდის, რომ ჩვენ ვართ წიგნები.
თაროებს იქით... და საერთოდ, ყველაფერს იქით...

გინდა "ქვე", გინდა "ზე", წყეული ცნობიერების.
(ჩვენა ვართ მსხვერპლი). იქით ღმერთის... ყველაფერს იქით...
არა ვართ, მაგრამ გვინდა ვიყოთ ლმობიერები.
არა ვართ, მაგრამ უკეთესი გვინდა, რომ ვიყოთ.

რადგან აწმყოც და მომავალიც, ხდება წარსული
ყველა აწმყო, კი წარმავალი მომავალია...
ვამბობ: მკვდრები ვართ. რა აზრი აქვს... ვამბობ და სულაც,
ვჩუმდები. ვწუხვარ, რომ ზედმეტად ცოტა დავლიე
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<