siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-14 - 8:49 PM    
siyvaruli.in
არ არსებობენ, არ არსებობენ
არ არსებობენ უშნო ქალები
მაგრამ თუ მართლაც უშნოა ქალი
ამაში კაცებს მიუძღვით ბრალი.
ტლანქი ხელებით, ნაზი ხელებით
ქალს ვამახინჯებთ და ვეფერებით,
დიახ, არც მეტი და არც ნაკლები
ჩვენავართ მათი მოქანდაკენი.
ეს ჩვენ გავუვლეთ შუბლზე ღარები,
ეს ჩვენ ავუვსეთ ცრემლით თვალები,
რომ არ დაუჭკნოს სული დარდებმა,
ქალს გაფრთხილება მარადჟამს უნდა,
თორემ შენს ხელში ისე დაჭკნება,
ვითარცა თოვლის უმწეო გუნდა.
ქალი ყვავილს გავს გიშრისხალიანს,
ვისი ღიმილიც შენ ასე გსურდა.
ქალი ოცნების ჯადოქარია
და რომ არ ჩაქრეს, სხვა სითბო უნდა.
ქალი მზეა და არა მყინვარი,
ქალს ნუ შეხდებით განრისხებული.
ყველა ქალი ხომ ამაყი არის,
ამაყი არის თავისებურად.
თუ გსურს დღე გქონდეს მარად მზიანი
ქალს ნუ უღიმით ფარისევლურად.
ყალი ფარია, ქალი ხმალია
შენი მხსნელი და ფარეში მუდამ
გახსოვდეს ქალი მაინც ქალია
მოფერება და ალერსი უნდა
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<