ხანდახან უნდა დაეცე კიდეც ... მერე ამაყად გზა გააგრძელო. ხანდახან უნდა იტირო კიდეც - თუნდაც ცრემლებმა სულ დაგასველონ...
ხანდახან უნდა გულიც გეტკინოს, თავი გეგონოს სულ მარტოსული ხო...და ცოტათი უნდა გეწყინოს, რომ ცხოვრებისგან ხარ გარიყული.
ხანდახან უნდა გძულდეს ვიღაცა, ხანდახან უნდა გაბრაზდე ძლიერ ხანდახან იქნებ შეგრცხვეს კიდევაც ზოგჯერ საკუთარ თავს თუ ვერ სძლიე.
ხანდახან რაღაც უნდა დაკარგო, ან რასაც ეძებ, ის ვერ იპოვო. საბოლოოდ რომ მზემ გაანათოს, მანამდე სულში უნდა ითოვოს...
იქნებ სიკვდილიც ინატრო ზოგჯერ, რომ გაუღიმო სიცოცხლის ფერებს? ხანდახან უნდა დაცარიელდე - რომ ენერგიით აივსო მერე... |