siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 4:53 AM    
siyvaruli.in
რამდენი წლის ხარ?რამდენი წლის ვარ?

რა შუაშია თუ ისევ ის ვარ?!

აპრილის შვილი,ენძელის ხნის ვარ,

ნაწვიმარ ბაღის,უღრუბლო ცის ვარ.

რამდენი წლის ვარ? რამდენი წლის ვარ...

ვარდობის თვეში ვარდების წლის ვარ,

დაბალი წრის ვარ,მაღალი წრის ვარ,

რამდენიც გინდათ იმდენი წლის ვარ...

ნელინელ კვდომის ,ნელინელ ხრწნის ვარ,

ღმერთების ფეხის,უბრალო მტვრის ვარ,

არაგვის,თერგის,რიონის,მტკვრის ვარ,

ქორწილის ღამით ბეჭდების ცვლის ვარ.

ატმების კვირტის,ვაზების რქის ვარ,

მილეულ მთვარის,ამოსულ მზის ვარ,

ვინ გეკითხებათ რამდენი წლის ვარ?!

ზაფხულის,ზამთრის,მოყვრის ვარ ,მტრის ვარ,

ზოგჯერ სულელის,ზოგჯერ ბრძნისა ვარ,

მარკიზის,გრაფის,ხელმწიფის ღირს ვარ,

ხან მძიმე ჩადრის,ხან დეკოლტის ვარ,

ხან დალხინების,ხანაც სიმწრის ვარ.

შვილებით დაღლილ დედამიწის ვარ,

ჯეირნის მწვადზე დაყრილი ცვრის ვარ,

ვარ პირველ კლასში,სულ ექვსი წლის ვარ!

საყურის ,ბეჭდის,კაბების ცვლის ვარ.

ხან ავი ზნის ვარ,ხან კარგი ზნის ვარ,

ქართული ჰანგის,ქართული ზნის ვარ.

ჭოროხის,ზვირთის,პონტოის ზღვისა ვარ,

კოდორის ტყეში მოჩრდილულ მზის ვარ,

ჩვიდმეტის გინდათ?ჩვიდმეტი წლის ვარ!

ათასის გინდათ? ათასი წლის ვარ!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<