siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 4:34 AM    
siyvaruli.in
თოვლი მოვიდა,პირველი თოვლი
ქალაქში, სადაც ასე ბევრობენ.
ზედვაკეში კი ხუთასი კომლი,
მხოლოდ ხუთასი კომლი ელოდა
ამ თოვლს…
თავიდან ცა იყო რუხი,
ჰაერი- თბილი.
მერე- გაწვიმდა.
სველი მკლავები უმძიმდა მუხებს,
ალბათ, ბაბუა ვერცხლის ყანწიდან
ლოცავდა შობის ბრწყინვალე დილას.
მეზობლის ბიჭმა ჩხართვები მოკლა.
გუშინ მითხარი,
რომ შენ თმებს იჭრი-
უფრო მოდურად და უფრო მოკლედ.
და მოკლედ რომ ვთქვა,თოვლი მოვიდა.
შენ რომ იცოდე, მიმი, ის ეზო
ჩემი მამულის…მონაყოლიდან
იცი და…იცი კიდეც მიზეზი
როგორ მაბოდებს ჭრიალა სახლი,
დღეს მწერენ, თურმე თეთრია კალო.
წამო, ჩავიცვათ თუ გინდა ახლა
და ვიგუნდაოთ პატარა ქალო.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<