siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 4:27 AM    
siyvaruli.in
გამიადვილებს ცხოვრებას, იცი,
მე შენს თვალებში დანახული აღფრთოვანება.
ვერ გაპატიებს შეცდომებს, იცი,
ქალი ლამაზი, ნაზი, მაგრამ ძალზე თავნება.
ნუ ელოდები ალუბლების გამოღვიძებას,
ნუშების ფეთქვას თავის სითბო აქვს,
ვიცი, ჰო, ვიცი, ათასჯერ გითქვამს,
ჩემს თვალებს შენთვის სიმშვიდე მოაქვს.
-თავნებააო ეს ქალი!-იტყვი, აზიდავ წარბებს,
და შენს თვალებში მამაკაცის ეჭვი ანთია,
მერე გამშვიდებს ჩემი ყოფნა შენს სიახლოვეს,
რომ სახლი შენი ჩემი ზუსტი მისამართჲა.
მეც მივჩვეულვარ მაგ თვალებში ფიქრების კითხვას,
ეს მერამდენე შემოდგომის ირწევა ქარი,
და ნუთუ ისევ ძველებურად გაწუხებს კითხვა,
რამ შემაყვარა ასე ძლიერ, თავნება ქალი
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<