ოცდახუთ წელში რა გავაკეთე, რისთვის ვიცხოვრე, რისთვის ვიცოცხლე, ან სამომავლოდ თუ შევქმნი რამეს საინტერესოს ნეტავ ვიცოდე.
სულ ოთხი დროა ერთ წელიწადში და ოცდახუთჯერ ვნახე ოთხივე, იქნებ წელს ვხედავ მე ბოლო ფანტელს ან იქნებ კიდევ ასჯერ მოვიდეს.
ვფიქრობ ჩვენ ყველას გვაქვს დავალება ანდაც მისია ან იქნებ ვალი, უნდა მოვძებნოთ რაიმე ხერხი რომ ავუხილოთ ერთმანეთს თვალი.
მინდა რაღაცა რომ დარჩეს ჩემგან, არ მეხებოდეს დროის ფაქტორი, იქნებ ვიღაცამ ძეგლიც დამიდგას იზომებოდეს ჩემთვის ფართობი.
ან იქნებ სულაც გავქრე, ჩავიწვა, ჩემი სახელი არაფერს ჰგავდეს, უბრალოდ იყოს ერთი საფლავი მეგობრის გარდა სხვა რომ ვერ ამჩნევს.
და თუ წავედი უგზოდ, უკვალოდ, კალამს ავიღებ, ლექსს მაინც დავწერ, რადგან მართალი ვიყო ჩემს თავთან რომ ცხოვრებაში რაღაცა ვცადე. |