siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 5:54 AM    
siyvaruli.in
შენი თვალები გამაგიჟებს, კარგო ზღვისფერი,
შენსკენ მავალმა გადმოვლახე ბნელი ქუჩები.
მე ზღვის ტალღებზე მოგიბნიე ტურფავ ბისერი,
მარწყვისფერია, ჩემო ლილუ, შენი ტუჩები.

რომ შემიყვარდი ამის გამო ვიბრძოლებ მხოლოდ
და კოკროჭინავ სამუდამოდ ჩაგიკრავ გულში.
სიყვარულია დამიჯერე სიკვდილის ბოლოც,
შენთვის შეეხო მთელ სამყაროს პირველად ფუნჯი.

მე ხომ ხანდახან მარმარილოს მაგარი ქვიდან,
სხვის საფარველში ვაქანდაკებ საკუთარ სახეს.
იღვიძებს მიწა, მდუმარეა და პერანგს იცვამს,
ბედნიერების ვარსკვლავია შენში, რომ ვნახე.

ვარდობის თვეა, ავყვავილდე დროა მაისი,
როდემდე უნდა დავიტანჯო ბოლოს და ბოლოს.
ჩაესვენება სამუდამოდ ჩემთვის დაისი,
თუ არ დავიწყე რასაც ვქმნიდი მე და შენს პროლოგს.

მე სიყვარული გაგიბედე სიყვარულისთვის
და ოცნებებმა მიაწვდინეს ზეცას ზმანება.
მოდი ვიცეკვოთ მშვენიერო, ვიცეკვოთ მინდა,
ერთად შევიგრძნოთ შუაღამის იდუმალება.

გაღმა ნაპირას ორქიდეის ღიმილი გვაკრთობს,
დადგა სურნელი საუცხოო ყოჩივარდების.
მე შენი სულის სიახლოვე ძვირფასო მათბობს,
ფიქრთა არილში ეხვევიან ჩვენი ლანდები.

კვლავ აღტაცების სამრეკლოში ზარი დარეკავს,
დაისის ცეცხლში ირევიან დაფნის ბუჩქები.|
აკიაფდება ჩირაღდანი შენთვის კარებთან
და შენს სიყვარულს კოკროჭინავ ვერ გადურჩები.

იქნება ვარდსაც დაესიზმროს - როგორ მიყვარხარ,
წასვლა არ მინდა, ოღონდ ღამემ სულში ასხივოს.
უხილავ ფრთებით მოვიტანე ვერცხლის ტალღები,
ზანტი გონების ბორკილი, რომ გადაამსხვრიოს.

სერაფიმი ხარ, ჩამოფრენილ მთვარის სხივებით
და სამუდამოდ დაიმკვიდრე ადგილი ჩემში.
მოვემართები მეზღვაური მდორე დინებით,
შენ, ჩემო ლილუ, მატყვევებ და ნელ - ნელა შემშლი.

წვიმის წვეთებში მოჩვენებად იცოცხლებ ჩემთვის,
წვიმის წვეთებსაც ჩემო კარგო ხომ ძებნა უნდათ.
ეს გული მხოლოდ სიყვარულის მირაჟებს ერთვის
და თუ არ ერთვის ირღვევა და ამთავრებს ცუდად.

ფიქრის ქარავანს აღმრთული ცამდე გავყვები
და ჩემში ახლა მოლიერი მოძებნის ბინას.
ჩემო ოცნებავ ეყინება ღამეს ძარღვები
და თავს ვუშვერდით მეგზურები ცეცხლოვან წვიმას.

ჯერ არ მინახავს ცა კაშკაშა, ელვარე ასე,
ცელქი ალმურით მთვარესაც კი სათქმელი უთქვამს.
მე ვფანტავ ჩუმად წვიმის წვეთებს ხავსიან გზაზე,
მერე დიდი ხნით ვეწყვიტები სამყაროს სუნთქვას.

როგორც ზაფრანა, მოსროლილი მწვანე მიწაზე,
ნელა მოვდივარ, დაჯერებით მოვიწევ დღემდე.
მე შენ გაგიმხელ კოკროჭინავ და შენც იწამე,
სიყვარულია ამ ცოდვილთა სამყაროს შემდეგ.

მე შენთვის შევქმნი საოცრებას რაღაცა სხვაგვარს,
ზღვას ავამღვრევ და მზეს გავყინავ ჩემი თითებით.
მე მოგიწყვიტავ ხილულსაც და უხილავ ვარსკვლავს,
მე შენ ხანგრძლივ და საოცნებო ყოფას გპირდები.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<