siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 6:01 AM    
siyvaruli.in
სიკვდილის მერე თეთრ თვალებში ჩახატავს ყინვა,
ალბათ სერაფიმს დამცემია მწუხარე ლოდი.
თუ სიყვარული ვერ შევძელი მითხარით: ვინ ვარ?
ეს სიჯიუტე პოეტებში საიდან მოდის?!

ამ წუთას, როცა კვლავ ნაფლოქვარ დრო - ჟამს ვიგონებ,
მე შენ მიყვარხარს! გეუბნები თუმცა მანამდე.
ჩემს უმიზნო ხეტიალს დავაბრალებ სტრიქონებს,
ნახმარ მუზებს ვაბრუნებ ქარი ქარავანამდე.

იფანტება ფოთლები, როგორც ჩემი დღეები,
მე სამოთხის მინდვრებში ცრემლი უნდა დავღვარო.
აღმართულან ზეცამდე საქართველოს ხეები,
რომ შეშლილი ცრემლია ვითომ მთელი სამყარო.

ვინ შებილწა ხელებით საქართველოს კედელი,
ქარში ჩემი ფიტული გამოძერწავს მწვერვალებს.
მიქაელი გახლავართ, თქვენი სულის მჭედელი,
ჩემი სხივი მუდმივად თქვენს სხეულზე ელვარებს.

რადგან ყველა სტრიქონი თქვენთან ერთად იშობა,
შეარხია ნიავმა კვლავაც ლურჯი ზეფირი.
შევიცანი რას ნიშნავს ჩემთვის მარადისობა,
ჩაქინდრულან სტროფები ლექსში მოხუცებივით.

დანას ვუყრი კრულ ლექსებს ხავერდოვან სხეულში,
ღირს ცხოვრება ამ ქვეყნად გინდ არაფრის მოტივით.
მე სისხლი ვარ პოეტის, მოქცეული რვეულში,
ეს სამყარო ხე არის, ჩვენც ვიშლებით ტოტივით.

ვეჯახებით ბარიერს, ათასნაირ მდინარეს,
იცი ჩემო უფალო გულზე რატომ გაწვები?
ამ აისებს ყოველდღე ღამე აუჩინარებს,
მინდა რამე დამარქვან მიწაში რომ ჩავწვები.

ჯვარზე დასვით ლურსმანი, ალბად ზედ დავეგები,
მალე განიწმინდები ჩემო კრულო სხეულო.
მიქაელმა ცოდვები შევიმცირო ეგები,
მსურს ხელახლა გამთელდე მზეო ჩამომსხვრეულო!

პოეზიას მივათრევ მხრებით ქვეყნის კიდემდე,
უიმედო ვარსკვლავებს სახე ჩამოსტიროდათ.
ვარსკვლავების მაგივრად ჩემს სულს ცაზე კიდებენ.
თეთრ ღამურებს ვხედავდი უცხო სანაპიროდან.

რადგან მიწას აჩნია ჩემი ნატერფალები,
ალაგ თეთრი, ალაგ შავი, პოეზია მიტაცებს.
მე ვუყურებ ყველაფერს საქრთველოს თვალებით,
საქართველოს იმედით ვსუნთქავ დედამიწაზე.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<