siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 5:57 AM    
siyvaruli.in
თქვენზე ფიქრები ისევ მაწამებს,
ჩნდება წყვდიადის შავი ფარდები.
ანგელოზებმა ცილი დამწამეს,
ქარიშხალს გვანან ჩემი დარდები.

უსიყვარულოდ სიცოცხლე არ მწამს!
დავბორიალობ ბოშა რონინით.
მრავალი ცრემლი ჩამოსკდა წამწამს,
ცით ჩამომწყდარი საფირონივით.

ჩემი ვაგონი მიქრის არსაით,
ცას შესტირიან ზამთრის ველები.
გაუკვალავი შავბნელ გზასავით,
მტვრის საუფლოში ჩავიმტვერები.

ცის ასაბია გაკრთა მიწურზე,
მეგზური ისევ უკან ვეშვები.
მიწის წიაღში გამოვიძურწე,
ნამთვრალევ ღამით გავილეშები.

ხან მივუძღოდი სხეულს ღელემდი,
ხან ვემხობოდი ნაცნობ მდელოზე.
ცის ჩრდილოვანში მივამღერებდი,
თვალებს რომელნიც სიკვდილს ელოდნენ.

გზას მინათებენ შავი ფერები,
ბედი ცელს იქნევს ნაავგულარი.
წავალ და ვინმეს მოვეფერები,
გზებს მოამტვერებს ჩემი ქურალი.

დღეს პოეზიას სისხლის სუნი აქვს,
მოვსულვარ ვნებით, კრული დარდებით.
და ლამაზებო არ გაგიკვირდეთ,
მეოცნებეს თუ შემიყვარდებით.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<