siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 6:01 AM    
siyvaruli.in
გათავდება ზამთარი და ვიხდი თოვლის სამოსელს,
საქართველოს მზის სხივები ქუდის ნაცვლად მახურავს.
ცისარტელებს შეგიღებავთ სიცოცხლით და ოცნებით,
მრავალს რწმენას მოგიტანთ და მრავალს აგხდით სახურავს!
მე მგონია ჩემი თავი მოვარდნილი ქარი და
მსურს ედემში მოვისროლო საქართველოს ლაბადა,
ზღვისკენ ილტვის ჩემი ნავი და ნიჩბები არ მინდა,
ცამეტჯერ მსურს გავისროლო, ტყვია რამაც დამბადა!
გათავდება ზამთარი და ვიხდი თოვლის სამოსელს
მაგრამ სულით, სულით მაინც, ისევ გადავთეთრდები.
ჩემი გემო უცხოა და ბევრს ოცნებას აგონებს,
მე ალუჩის დამსკდარ რტოში სიყარულით ვფეთქდები!
ენძელებით მივუყვები საქართველოს განთიადს,
თაფლისფერი თვალებით და დამსკდარ ხელისგულებით.
გთხოვთ ტუჩების მიუდებლად დამიკოცნოთ სამყარო,
ვედევნები საქართველოს ღრუბლის თეთრი ქულებით.
მე ზღვისფერი ქალაქიდან გარიყული ავქარი,
დევნილი ვარ და შუბლიდან ცივი ოფლი გადმომდის.
გადამისვი, გადამისვი საქართველოვ ფანქარი,
ხელისგულზე სადაც ახლა გვირილები ამომდის!
გათავდება ზამთარი და ვიხდი თოვლის სამოსელს,
მსურს ქართველმა შემოვაცვა პოეზიას ლაბადა.
საქართველოს შეშლილ ცრემლებს ვიწმენდ ჩემი ცრემლით და
ცამეტჯერ მსურს გავისროლო, ტყვია რამაც დამბადა!
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 7
სტუმარი: 7
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<