siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-05-03 - 1:23 PM    
siyvaruli.in
ზღვაში ზღვაში მაშინ შევედი,როდესაც ადამიანებმა, ფაცი-ფუცით ჩაიცვეს ტანსაცმელი... კოკისპირულმა წვიმამ, გაბრაზებული ზღვის ტალღები,დაადევა სანაპიროზე მიმოფანტულ ადამიანებს..ზოგი სახლში გაიქცა,ზოგიც ბარიდან ადევნებდა თვალს, კოკისპირულ წვიმას ...წვიმის წვეთები კი ცეკვავდნენ ზღვის ტალღებზე..მართლაც ცეკვა სცოდნიათ წვეთებს...საოცარი ლამაზი ცეკვა..

ზღვაში შევცურე...თავისუფალი ვარ.....როცა არავინ გელოდება არსად...როცა არავინ ადევნებს თვალს შენს ცურვას..როცა არავინ გკითხავს სად ხარ?

ბედნიერი ვარ..ზღვა თბილია,,ადამიანებივით თბილი...ბავშვობიდან ვცურავ,მაგრამ წვიმაში არასდროს შევსულვარ ზღვაში,,ეხლა ისეთი მოსაწყენი გახდა ჩემი ცხოვრება,რომ ცოტაოდენი რისკი, მართლა მჭირდება..

წავიდოდი შორს,,უფრო შორს,,,როცა არავინ გეძებს...ვცდილობ არ ვიფიქრო მასზე... გულაღმა ტივტივებ ტალღებზე და იქვე ჩემსავით გარუჯული მოცურავე შევნიშნე...როცა მივხვდი მარტო აღარ ვიყავი,სანაპიროზე დაბრუნება გადავწყვიტე...მოვცურავ,,,თევზივით უხმოდ...მიხარია ადამიანი რომ ვარ...

მესმის რომ უცნობიც ჩემს გვერდით მოსცურავს..

ნაპირზე რომ გამოვედით,

-ალბათ ანი გ ქვია?-მკითხა და გაიღიმა..

"მე ვანო-ცუდად ცურავ,მაგრამ ისეთი ლამაზი ხარ, არაუშავს":))

"კოკა-კოლას არ დალევ?"

გამიკვირდა,დღევანდელი ბიჭები გოგონებს,ხომ მხოლოდ ლუდზე პატიჟებენ...

უკვე აღარ წვიმდა...კაბა გადავიცვი..მციოდა ძალიან..ვანო ძალიან სიმპატიური იყო...მზესავით გარუჯული..უცებ საოცარი სევდა ვიგრძენი...ნეტავ ეხლა სად არის?ვისთან ერთად...ფიქრებმა შორს წამიყვანეს,,,ისე შორს რომ კოკა-კოლას და ლუდის დალევის ხასიათზე, მართლაც აღარ ვიყავი...აღარ წვიმდა,მაგრამ ისეთი წვიმის ხმა მესმოდა ჩემში...რაღაც ხმაურობდა.. ნიჟარებივით ჩურჩულებდნენ მოგონებები...

*****ვანო ნაპირზე იდგა და მიყურებდა..ჩემს ნაფეხურებს ადევნებდა თვალს სველ ქვიშაზე... ითვლიდა თვალისთვის შესამჩნევ მხოლოდ ორ ნაკვალევს,მაშინ როცა ხელში აყვანილი მივყავდი უფალს...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<