|
ცვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს.
და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში, რემარკისეულ ბებერ “კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ, შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში.
და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა, შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლად, ალბათ ოდესღაც, მილიარდი მზეების წინათ, ალბათ ოდესღაც, მილიარდჯერ მთვარეზე მაღლა, ამტკივდა შენი არსებობა, შენ კი ვერ გრძნობდი რატომ არის მზე ასე თბილი, ალბათ ოდესღაც მილიარდი ჩასუნთქვის წინათ, მე ვგრძნობდი ჩემივ პოეტურ ტირილს.
ვიმახსოვრებდი ყოველ წამს, რომ სიკვდილის წინ,რომ მომესწრო კიდევ ცხოვრება, მე სიზმრებიდან უფალიც მახსოვს, მაგრამ ვერ შევძელ შენი სახის დამახსოვრება. რადგან თვალებით გიყურებდი როცა გხედავდი, რადგანაც გული ბრმავდებოდა.
მიყვარდა მიწა, მას ესმოდა შენი სულის ხმა, მიყვარდა ზეცა,როცა ჩვენს ღრუბლებს სუნთქავდა ქარი. და დედამიწა დაკარგული, დავიწყებული მიწის თილისმა, მუზების ჯარი.
ვსუნთქავდი ზამთარს და ვათბობდი გაყინულ სხეულს, ვაფერადებდი ჩვენს სიყვარულს, მზეს რომ ვცდებოდი, ღამეში ვკლავდი უკანასკნელ ორ ათასწლეულს, მ ი ყ ვ ა რ დ ი,მაგრამ არასოდეს არ არსებობდი…
ცვალებადია, პოეზია არარსებული, ოკეანეა თვალებში ცრემლი……… |