სიმართლის ფასს ვერა გასტეხს, ასეთია კაცის ბედი, ჩემი ქვეყნის ჯერ სადარი ვერ მოვძებნე სადმე ხედი. ვერ ვიგრძენი ის ჰაერი, სიოდ რომ ქრის ჩვენთან მთაში, ვერც ვარსკვლავებს შევწვდი ხელით, როგორც ჩვენთან სოფლის ცაში. ვერც ის მრავალჟამიერი, ქართველებს რომ გვაქცევს ერთად, ისე როგორც სამშობლოში, ვერ ვიგრძენი ეს მე ვერსად!!! ჩემს წინაპარს ჩემთვის მიწა, სისხლით დაუბარებია, სიშორეში უფრო მივხვდი, თურმე როგორ მყვარებია, მიჭირს სხვის მიწაზე ყოფნა, სხვა ენაზე ლექსის სმენა, მე ფრთებს მიშლის ჩემი ტკბილი, საყვარელი დედა ენა!!! ასეთია ჩემი გრძნობა, ასეთია ჩემი ფიქრი, ჩემი გული და გონება, მუდამ სამშობლოში მიქრის. სხვის ქვეყანას თუკი ვსტუმრობ, არ გეგონოთ დამრჩენი ვარ, აქ ვფასდები მხოლოდ იმით, თუ როგორი ქართველი ვარ! ლექსს კი კითხვით დავამთავრებ, გულს რომელი არ ეთმობა, სამშობლოში ცხოვრება თუ? სამშობლოსთვის ქართველობა? |