siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 5:49 AM    
siyvaruli.in
თვალზე უცნაური ცრემლი ჩამომდგარა,
რაღაც მოღუშული სევდით იმოსები,
ნეტავ მაცოდინა შენს თავს რა მომხდარა,
რატომ გიყიდია დღესაც მიმოზები.
რატომ აიჩემე მარტო სიარული
საით მიგაქანებს სევდის ბილიკები,
არა, შენ აღარ ხარ ისე მხიარული,
აღარც სახეზე გაქვს ძველი მომიკები..
ნუთუ აღარ არის შენში გიჯი მარტი,
ძველი ხასიათი სადღაც დაგრჩენია,
ახლა ფიქრებში გაქვს მხოლოდ რაღაც დარდი,
რაღაც უცნაური გრძნობა გაგჩენია.
მახსოვს წინა თვეში შენ და ერთი ბიჭი,
ზეცას სიხარულით როცა აწუხებდით,
მაშინ შენც სიგიჟის გქონდა დიდი ნიჭი,
ახლა მოცული ხარ სევდის მარწუხებით..
ყველა ალიონზე სადღც იპარები,
სადღაც მიგაქანებს ქუჩის კიდეები,
თითქოს ამ ბოლო დროს ჩადრით იფარები,
დარდმა მოგახვია თავის იდეები.

ერთ დღეს გადავწყვიტე უკან გავყოლოდი,
რათა გამერკვია მისი მწუხარება,
მაგრამ ვაი იმ დღეს, როცა ეგ ვიფიქრე,
თვალწინ დავინახე თითქოს მქუხარება..
იყო ერთ საფლავთან ჩუმად დაჩოქილი,
ცრემლმა დაუსველა თვალის უპეები,
ცამაც საბოლოოდ ერთიც დაიქუხა
თითქოს გაფანტაო ღრუბლის გუბეები...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<