siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-28 - 11:11 PM    
siyvaruli.in
და კიდევ ერთი წერტილი შენთან_
ერთი დუმილის სამაგიერო,
ასეთი როლი, ჩემს ფრთებს რომ თენთავს,
სადამდე უნდა ვანსახიერო,
სადამდე... როლებს მიწუნებს სცენა,
(აღტაცებებიც წლებმა წალეკა),
და ჩემი სულის მკლავს ფოთოლცვენა
და სუნთქვა ზარის_ ხვალ რომ დარეკავს
და წასვლის მძიმე ნაბიჯებს მამცნობს...
შენ კი დამრჩები გაუშლელ კარტად,
ფოთლის დარდივიც მდუმარე კაცო,
ნუ ამიცრემლებ იმედის ხატებს
მოჭედილს არც თუ ძვირფასი ქვებით
მაგრამ ჩემსავით ნაზს და დარდიანს;
მე დღეს ბებერი ხესავით ვხმები
და, ზეცას ვჩუქნი, რაც მაბადია,
და აღარ ვიცი, რითი ვუშველო
ამ მრუდისფერ ურთიერთობას,
გამიჭირდება, ვიცი, უშენოდ,
ვიცი და მიტომ აღარ მეთმობი
ფოთლის დარდივით მდუმარე კაცო...
შენი როლები მაბნევს და მთენთავს,
ნუთუ თვალები არაფერს გამცნობს,
ნუთუ არ გესმის ჩურჩული ხეთა?
ამ წერტილებსაც გაუძლებს გული
და, ბოლოს, თვალის ღრმულები გაგვცემს
ჩვენ_ ყურადღებას მოკლებულ სურებს,
თქვენ_ ფოთლის დარდით ავსებულ კაცებს.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<