siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 6:37 AM    
siyvaruli.in
ჩვენ გამოვივლით ქვიშიანი წლების ქარიშხალს
და ამ სამყაროს ზედ დავატყობთ მჭიდრო ბილიკებს..
და ახლა, როცა ეს ცხოვრება კარსაც არ გვიღებს,
გავა დროება და სტუმრებად თავად მიგვიწვევს...

ოღონდ, ძვირფასო,
შენი ხელი მუდამ ელოდოს,
რომ ჩემს იარებს დაეფინოს, როგორც წამალი...
ოღონდ, ძვირფასო,
შენი გული მუდამ მელოდოს,
შენს კარს მიღებდეს და მიცავდეს მჭიდრო ამალით...

ოღონდ, ძვირფასო,
ეგ თვალები მუდამ მზად იყოს,
რომ გარდაცვლილი დამიტიროს ცხარე ცრემლებით..
ოღონდ, ძვირფასო,
შენი ლოცვა მუდამ კმარიყოს,
რომ დამიფაროს, გატანჯული, მწარე წყევლებით...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<