და. . . როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს, ჩემო კარგო, ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს, -- ბედი ჰქონდეს! – თქვა შავთვალა ანგელოსმა, -- ბედი ჰქონდეს? ხა, ხა, ხა, ხა. . . არასოდეს! – თქვა სატანამ, ზღვას ფოლადის ხმალი დაჰკრა, ზღვამ წამიღო, უდაბნოში გამომრიყა. . . სულში, გულში გრძნობა გაქრა, გრძნობა გაქრა, ქვეყანაზე აღარავინ აღარ მიყვარს. . . ჰო, როდესაც მზეს შევხედე გვირგვინოსანს, იცი, თურმე ქვეყანაზე გავჩნდი ოდეს, -- ბედნიერი იყოს უთქვამს ანგელოსსა, სატანამ თქვა: -- ხა, ხა, ხა, ხა. . . არასოდეს! |