siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 6:32 AM    
siyvaruli.in
საქართველოდან არსად წავსულვარ.
წასულთ-ცხონება!
საკითხავია: სად დაასრულა
შოთამ ცხოვრება?
განა იქნება ბედის დაცინვა
ამაზე მეტი:
რუსთაველი და ემიგრაცია?
სადაა ღმერთი?!

სად მოვისვენებ, რომელ მიწაზე,
სხვებისთვის ურგი,
როცა სამშობლოს-ლოკოკინისებრ
დავათრევ ზურგით?

ჩემი თბილისი და ნარიყალა...
ელენთის ხელა
საქართველოში, რაც კი მიყვარდა,
ჩემშია ყველა!

ჩემშია-ყანა, ზვარი, ეწერი,
ხე თუ ცხოველი...
გა-ათი-ათი-ათასკეცებით
მიყვარს ყოველი!
რუსთაველი და ემიგრაცია?
საბრალო შოთა!
გული სიშორემ ვერ გააცივა-
იწვის და შფოთავს
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<