თუ ვერ შესძელი სიყვარული ჩემნაირ ქალის, სანამდე წახვალ...მინდა, გულით შემოგევედრო: სხვასთან რომ მიხვალ, ნუ მიუტან მას ჩემს გვირილებს, შემოინახე გულში ჩემთვის...სულ ნუ ჩამაქრობ! გთხოვ მაპატიე, რომ გავბედე და დავიჯერე, და მომეჩვენა, მზემ ჩემთვისაც გამოანათა, მე ხომ ვიცოდი, მარტოობა იყო ჩემი გზა... ცივი თვალებით...სინამდვილემ შემომანათა!... სხვას ნუ მიუტან...ჩემს გვირილებს, ეს მაინც შესძელ, მე მაპატიე...რომ გავბედე კვლავ სიყვარული... წავალ, გავქრები...თითქოს ისე, არცა ვყოფილვარ, ამ ცივ მიწაზე ვერ მოვიგე ვერავის გული! ტკივილთან ერთად, შევეგუე, დაკარგული ხარ, უკანასკნელი სიყვარულიც...ზამთარმა მოკლა, სიტყვებმა უკვე დიდი ხნის წინ დაკარგა ძალა, რაც დამრჩა უკვე...მე მარტოსულს მომიწევს გავლა! მე უკვე მოვკვდი, ძაფის წვერიც არ დამიტოვე, ამ განაჩენს ხომ...დიდი ხნის წინ ველოდებოდი, უკანასკნელი სიყვარულიც ხელში ჩამაჭკნა, გთხოვ...მაპატიო...რომ მჯეროდა გადამარჩენდი! |