სამასი ლექსი, ურგო თუ სარგო, ეს შენგან არის კვნესა სამასი, ისე მიყვარხარ, რომ შენს ბედს, კარგო, დაინატრებდა ყველა ლამაზი. თავს ტანჯვისათვის გავიმეტებდი, ეს თუ ხალისის ზღვაში გაგრევდა. მე მას უთუოდ გავაღმერთებდი, თუ ვინმე ასე შემიყვარებდა. შენს გამო სამას სასმისად შევსვი სისხლი, სამასჯერ ცრემლი მიღვრია. შენგან დავწერე სამასი ლექსი, სამასმეერთეც შენთვის მიძღვნია. მცირე საჩუქრად, (ბევრი რომ არ ვთქვა), შენით სავსე და ნაგრიგალები, ისეთი ლექსი უნდა მოგართვა, რომ შურით გულზე დასკდნენ ქალები |