სიმთვრალისგან ბარბაცებენ ღრუბლები, სისხლისფერი მთვარე ხეში გაჩრილა, მინდა გითხრა, მაგრამ ვერ გეუბნები, თუ რა ვნახე გუშინ ჩემი ფანჯრიდან...
შენი ქოლგა წვიმის წვეთებს ართობდა, ქვაფენილზე შენი ქუდიც დავლანდე, ღმერთო, შიში ასე თუ დამათრობდა იმ წამს ალბათ შენ პირადად გამანდე...
გავიგონე მანქანების კივილი, ხალხი უმალ გაჩნდა სახლის კარებთან, როგორ მსურდა შემძლებოდა სირბილი... შენს ოცნებებს ქარი მიაქანებდა. . .
წუთი წამებს უცნაურად უკრავდა, ხის ტოტები დაგყურებდნენ ამრეზით, შენი ქოლგა ტალღებში მიცურავდა, ღმერთო ახლა რატომ არვინ არ მესვრით?
არ მინდოდა შენი თვალი მენახა, სიმარტოვით სიკვდილივით ჩამქრალი, ჩემთვის ისევ საოცნებო შენა ხარ, უშენობას ისევ ჩემს თავს ვაბრალი...
სიმთვრალისგან ბარბაცებენ ღრუბლები, სისხლისფერი მთვარე ხეში გაჩრილა, მინდა გითხრა, მაგრამ ვერ გეუბნები, მეც გადავხტი ქოლგით ჩემი ფანჯრიდან. . |