siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 8:25 AM    
siyvaruli.in
ისევ თენდებიან თეთრი ტკივილები,
შვილო, თოვლი ახლა შენი საბანია,
ალბათ,ამ ოხერი სევდით მივილევი,
დედას პირმშოს გარდა, სხვა რა აბადია,

ახლა,ზეცა თითქოს ღია გულზე მაწვიმს,
გული, უშენობის მკაცრი განაჩენი,
სამშობლო არ დათმე, სულის ანდამატი,
წყალსაც წაუღია ყველა დანარჩენი,

შენ ქართველი ხარ და ქართულ გენში იწვი,
მიწა, ასატანი, როგორც სიმარტოვე,
ჩემს დამწვარ მუხლებზე, შენი მტკიცე ფიცი-
რომ სამშობლო გიყვარს და ვერ მიატოვებ,

მახსოვს, თითქოს ახლაც ჩემსკენ მოიჩქარი,
ხელში გამარჯვების დროშას აფრიალებ,
მე კი, შენს საფლავთან თავშალს მაგლეჯს ქარი,
შვილო, გვირილების მყავდი მოტრფიალე,

ახლა, შენს საფლავთან თოვლი ყვავილებად,
შენს სახეზე ისევ ღიმილს მიხატავენ,
შვილო, გაღიმებაც კი გეადვილება,
რჩეულთა ხვედრია სულის სიამაყე,

ბედი ბედია და ვერსად ვერ წაუხვალ,
მაშინ არ არსებობ, ტკივილს თუ არ ელი,
საქართველო ხარ და ყველა ქართველი ხარ,
შვილო, ქვეყნისათვის ვალი მოსახდელი,

ვიგრძენ, დედობას რომ უქმად არ უვლია,
შუბლზე, სიამაყით ხელი გადაგისვი,
მჯერა გამარჯვება ახლა მამულია,
რომელმაც სიცოცხლე მოგცა მარადისი..
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<