siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 8:48 AM    
siyvaruli.in
ნება მომეცი დაგიჩოქო და სანთლები გწირო,
ეს მცირე მსხვრპლი არ გაიოცო და არც იძვირო,
რა ვქნა ქალი ვარ და ეს გრძნობაც მიტომ ქალურობს ,
არაფერი ვარ უშენოდ და უსიყვარულოდ.

რა უნდა ვიყო სიცოცხლე ხომ ქალად მარგუნეს,
და იასავით ნაზი სული შთაჰბერეს ჩემში,
ვერც დედამიწას ვაჟკაცივით გადავაბრუნებ,
ვერც ახალ რუსთველს ვეღარ მოგგვრით თამარის ეშხით,

მაგრამ ქალი ვარ სულ უბრალოდ მაღალი სულის,
რაც რამ დარდია ჩემს გულშია ბიწად ხმობილი,
არ მწამს სიცოცხლის დასაწყისი, არც დასასრული,
სიყვარულისთვის ვარ მარტოდენ ქალად შობილი,

ამიტომ მინდა დაგიჩოქო და სანთლები გწირო,
ისე არცარა გაიოცო და არც იძვირო,
რა ვქნა ქალი ვარ და ეს გრძნობაც მიტომ ქალურობს
არაფერი ვარ უშენოდ და უსიყვარულოდ.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<