siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 8:26 AM    
siyvaruli.in
მე დღეს შენზე ვფიქრობ.
ხვალ, შეიძლება, სხვაზე ვიფიქრო.
მე არა ვარ კახპა
და ყველაზე მეტად სწორედ ის მტკივა,
რომ დღეს შენზე ვფიქრობ
და ხვალ, შეიძლება, სხვაზე ვიფიქრო.
მე - ყველაზე დიდი რეალისტი,
რომანტიზმის მეწამული მანტიით მოსილი,
სქესით - მდედრი
და მდგომარეობით - მარტოსული,
ვებრძვი ცხოვრებას,
რომელიც ჩემსავით მარტოა.
მე დღეს შენით ამოვქოლავ
ჩემი სულის სიცარიელეთ
და მიტოვებულ ცხოვრებას
პირში ჭრელი ჭინჭების ბურთს ჩავჩრი,
როგორც სატყუარას.
მე არ მსურს სიმართლე,
რომელიც ღმერთს დამაკარგვინებს.
ამიტომ,
დღეს ვიფიქრებ შენზე
და ჩუმად დაგითვლი ნეკნებს,
ეგებ, ჩემი ადგილი აღმოვაჩინო.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<