siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 10:50 PM    
siyvaruli.in
უცნაურია ბუნება ქალის
ნაზი სხეულის და სულის მიღმა
განრისხებული ურჩხული ბღავის
და მოღალატის სატევარს ისხავს

უცნაურია ბუნება ქალის
სურვილი ჰკლავს და ის მაინც ურჩობს
მწყურვალს რომ თასით მიართვა წყალი
მას მაინც წყურვილით სიკვდილი უჯობს

და მიჰქრის წლები თავთან ჭიდილში
შემოღამების გაჩნდა ბინდები
ღმერთი რომ იყო ვერას გახდები
შენ თავს შენ თუ არ შეეჯიდები

გავა დრო გავა ატმობის ხანა
დაგიბერდება ხორცი და სული
და სინანულის დაგრჩება დაღად
განაწამები ურჩობით გული

განა რამდენი სურვილი გწადდაა?
ერთი? ჰაა ორი? ღირდა ტკივილად?
როგორც წვიმის დროს სეტყვა ან გვალვა
ისიც ხომ უცებ გადაივლიდა?

უცნაურია ბუნება ქალის
ნაზე სხეულის და სულის მიღმა
განრისხებული ურჩხული ბღავის
და მოღალატის სატევარს ისხავს.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 4
სტუმარი: 4
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<