|
სევდისფერია თვალები შენი, მიმზერს და ვერ ვგრძნობ მაინც ამ მზერას, ჩაქრა მგზნებარე შუქები ელვის, რომ მაყვარებდა თვალებს მე შენსას. რატომ,ვერ ვხვდები რამ გამოგცვალა, მე ისევ მიყვარს ჩვენი წარსული, შენმა გულმა თუ იგი წაშალა, მე ყოველი დღე მახსოვს გასული. მომენატრება ჩვენი სიგჟე, გახსოვს?ვიყავით მუდამ სულ ერთად, გულს ეპარება ჩუმად სიცივე, სევდა,დუმილი,დუმილი,სევდა. დროა კარები მოგიჯახუნო, შენც მოუთმენლად მოელი ამას, მაგრამ ჩემს ძალას აღემატება, არ შემიძლია გიყურო სხვასთან. წარსული ხარ და აწმყოს მინათებ, წარსული ხარ და მაინც ჩემთან ხარ, ამიტომ რაღა გასაკვირია, მე შენ ადრეც და ახლაც მიყვარხარ. მოგონება ხარ,მონატრება ხარ, გულის სურვილი,სულის სუნთქვა ხარ, აი ამიტომ,სწორედ ამიტომ, მე სულ მიყვარდი,ახლაც მიყვარხარ. შენი გრძნობები უკვე გაცივდა, არ შეგიძლია დიდხანს ყვარება, უსუსურები ვართ მოკვდავები, ეჰ,ყველაფერი მალე მთავრდება მაგრამ მე მაინც დავრჩი ეული, ისევ წარსულის მოგონებებით, რა ვქნა თუ ერთხელ შემიყვარდა და მთელი ცხოვრება მტანჯავს გრძნობები. არ შემიძლია ხაზის გადასმა, რაც ერთხელ იყო და მშვენიერი, მაშინ კი მართლა მწამდა ცხოვრების და მაშინ მერქვა მე ბედნიერი. ერთხელ მიყვარდა და სამუდამოდ, მარადიული მხიბლავს ყოველი, დღეს თუმცა ვიცი გაცვდა ეს ცნება, მაგრამ ერთგული ვრჩები მე შენი. სჯობს შეიყვარო ერთი და წრფელად, ვიდრე ბევრი და არაგულწრფელად, ამ სამყაროში პოვნა ამ გრძნობის რთულია,თუმცა ვპოულობთ,ძნელად. ..მაგრამ პოვნაზე ძნელია მეტად, ბევრად რთულია დაკარგო ვინმე, ის ვინც მიგაჩნდა ცხოვრების ღმერთად, წავა,გაქრება უეცრად შენგან. მაშინ მიხვდები თუ რა ძნელია,
ვინც გულით გიყვარს რომ მიგატოვებს,
სევდა აგივსებს გულს და დარდიანს,
მუდამ ცრემლს მოგგვრის შენ სიმარტოვე. |