ვთამაშობ...
თვალების ჭაობში მიგათრევ...
თამამად...
სუსტი გაქვს ნერვები გეტყობა...
ცოტაც და...
შენს კარტებს თვითონვე მომართმევ...
სიმშვიდე -
დაკარგულ სათქმელებს მეტყვი და...
დამიცდი...
თვალებით მე ისევ ვარტისტობ...
ადრეა
ჯერ ჩემთვის ჩადრები ავიხსნა...
განვიცდი...
გიჭკნება სიმშვიდის ვარდის რტო...
ფიქრობ,
რომ დამთავრდა... კარტები გაიხსნა...
მე ისევ...
ვთამაშობ... თამაშს აქვს წესები...
ჯერ უნდა
ჭაობში ბოლომდე შეგიშვა...
მომყვები...
ცივი გაქვს, რატომღაც, ხელები...
იმღვრევი,
მგონია... არც ერთი შენიშვნა...
სულ რაღაც
თვალებით_გგონია გაძალებ?!
მომყვები
მოთმენით_წყენასაც არ აჩენ,
არადა
არც ბავშვის აღარ გაქვს ასაკი,
მიკვირს,
იხრჩობი და არც ცდილობ გადარჩე...
მთავრდება...
გულწრფელად მგონია, რომ მორჩა,
თვალების წავლება
ფიქრების ქამარში...
შევმცდარვარ...
კვლავ ისე მომყვები, როგორც ჩანს
ცხოვრებაც
ბოდვაა, ვნება და თამაში... |