siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 10:55 PM    
siyvaruli.in
ერთი ამბავი გიამბოთ მინდა
(მაშინაც,ახლაც საათია შვიდი).
ეს,როცა მოხდა სულაც არ წვიმდა,
არც ქარიშხალი ყოფილა დიდი.

ვიღაცა გოგოს,ვიღაცა ბიჭი
ვარდებით ხელში ელოდა ხიდზე.
დროულად მოსვლა ეს არის ნიჭი,
მოკლედ სჰეტანხმდნენ,რომ ზუსტად შვიდზე.

მას არც ციოდა და არც ცხელოდა,
ყმაწვილი იყო საოცრად მშვიდი,
რადგანაც საათს რომ დასცქეროდა,
წუთები აკლდა არ იყო შვიდი.

სამაგიეროდ ღელავდა მტკვარი
(თითქოს რაღაცას გრძნობდა ის ლიდი)
აზვირთებული იყო ვით ხარი,
აჰა შესრულდა კიდევაც შვიდი.

ბაბუაჩემი ასე ამბობდა:
,,ახალგაზრდებდა დაკარგეთ რიდი".
გოგონა მოსვლას ჩანს არ ჩქარობდა.
შორს ჩამოსტოვეს წუთებმა შვიდი.

ბიჭი აკივლდა ცრემლმორეული!
- ყველას მას სტოვებს,ღალატობს,გარბის.
როდემდე იყოს ასე ეული?
შვიდს ვინღა ჩივის - ცხოვრება გადის.

რა შუაშია ამ ლექსში სამი?
-გეტყვით: დათვალა, თავს უთხრა ,,მიდი"
მტკვარში გადახტა და მისი გვამი
იპოვეს, დილის რომ გახდა შვიდი.

ერთ რამეს გეტყვით,ნუ დაიბნევით:
ვინ გაექცევა - რაც უწერია...
თურმე წინა დღეს დადგენილებით
საათი უკან გადუწევიათ.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<