ცხოვრება ჩემი - გრძნობის საცერი, მუდამ მკარნახობს, რა მაქვს საწერი.
ლექსები ჩემი, ჩემი მეობა... იგრძნობა მათში ცის შემწეობა.
ქალები ჩემი... უხ, რა ქალები! ვნებით დამდნარი და გამქრალები.
ცოდვები ჩემი, ასე ეტყობა, რომ სამ სიცოცხლეს კიდევ ეყოფა.
სისუსტე ჩემი, ჩემი შვილები... ჩემი რჩევებით გადაღლილები.
ასაკი ჩემი, ნელ-ნელა ცივი... ნერვზე ავკრიფე მე წლების მძივი.
სიმდიდრე ჩემი - ეს ანცი სცენა. ხან სიცილია, ხან ცრემლის ცვენა.
ეს გული ჩემი - ცუდი რა მეთქმის, საიდან შერჩა უნარი ფეთქვის? |