თუკი გულმა გული თავისად დაიგულა, დრო უძლურდება და... მორჩა, როცა ფიქრი შენი ჩემში ჩამოსახლდა, წლებმაც შემიწყვიტეს წლობა. ფიქრი ფიქრს აეკრა უხმო მონატრებად გულს დარდი მოეძალა სევდის, როცა შემოგხედე ურჩად მშვიდ თვალებში, სახე დავინახე ჩემი. ჰოდა, მიდი ახლა,გულს აუგე წესი, დატუქსე,მიაყენე წყენა; გული ჩუმად დგას და აპრილს ელოდება, ასეა დღეს ბედისწერა, ალბათ იცის ჟამმა,ჟამი-ჟამად შეგძრავს გრძნობით აგიბურდავს თავ-ბედს, გულმა გული იცნო?... სდიე ერთი, თუკი მოიხელთე სადმე. |