კაცს თუ ბედი არ დაგყვა,გაგიმეტა განგებამ, თუკი გიწევს აქა-იქ მძიმე ტვირთის ტარება, გული არ გაიტეხო,ადვილია გაგება, ძველი მეგობრებია მოგება და წაგება... დღეს თუ ბედმა გაგწირა,მზის სხივი არ ანათებს, ხვალ ახალი დღე მოვა ,მზეც სხვაგვარად აგანთებს, წუთით დარდი გაქრება,გულს იმედით აანთებს, უცაბედად ცხოვრება გაგიგორებს კამათელს, კამათელი მიგორავს და თუ დაჯდა დუშაში... უცებ მთელი სამყარო ჩაგეტევა მუჭაში... |