მე დამიმონა ფუჭმა დროებამ, უძილო ღამემ განმარტოებამ. მე დამიმონა შენზე ფიქრებმა ძილი მომპარა შენმა სიტყვებმა.
და დამიმონა ცხოვრებამ თავად. შენს მოლოდინში გამხადა ავად. მაგრამ ვგრძნობ უკვე ძნელია მოცდა. ეს მონატრება დამთავრდა მორჩა.
შენზე ფიქრები აჩრდილად მსდევდა და ფიქრებს სდევდა ფარული სევდა. სევდა ულევი დღემდე ვატარე შენზე ფიქრები ტირიფს ვადარე.
და მაინც ვიტყვი ცხოვრებამ მომკლა, გამანადგურა და ფიქრი მომცა. ცხოვრებამ ჩემზე იყარა ჯინი, მეც ტირიფივით ვდგავარ და ვტირი! |