siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 11:00 PM    
siyvaruli.in
გავა დღე გავა, წავლენ ფიქრებიც,
ერთად არასდროს აღარ ვიქნებით.
მოგენატრება ზღვისპირას ფიქრი,
ზღვა ღელავს ისევ, შენ ისევ მიცდი...

ტალღის ხმაურში იშლება ფიქრი.
მერე ღამდება, შენ ისევ მიცდი...
მთვარის სურათზე ჩერდება წამი,
და ისახება სურათზე ქალი...

ამ წამის მომსწრე შენ ხუჭავ თვალებს.
მერე ფიქრები შენს აზრებს არევს.
მე დავინახე მთვარეზე ქალი-
იძახდი გულში და გსდევდა ქარი....

მას შენდეგ დიდი გავიდა ხანი.
არსად ამბობდი რომ ნახე ქალი.
ერთხელ მე შეგხვდი და იყო ღამე
და გაგახსენდა ის ბადრი მთვარე.

მომიახლოვდი დახუჭე თვალი.
თითქოს მეჩვენე ფიქრებით მთვრალი.
არ შევიმჩნიე დავხუჭე თვალი
რომ მე ვიყავი ის ერთი ქალი.

შენ არასოდეს შეგხვდები გზაზე.
ნურც ნურასოდეს მომძებნი ზღვაზე.
ზღვა იყო მაშინ ძალიან მშვიდი,
როცა მიყვარდი და ჩემად გთვლიდი.

მერე ბრუნდება ზღვის პირას ფიქრი.
ზღვა ღელავს ისევ, შენ ისევ მიცდი.
გიახლოვდება საჟამოს ჯამი,
უცებ ჩერდება ნანატრი წამი.

მას შენდეგ დიდი გავიდა ხანი
ალბად არ გითქვამს რომ ნახე ქალი
კვლავ გენატრება ზღვისპირას ფიქრი.
ზღვა ღელავს ისევ, შენ ისევ მიცდი...
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<