siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 8:39 AM    
როცა ვმღეროდით სიყვარულს გავდა

მე რომ წავედი წარსული დაგრჩა

თითქოს თანდათან დროც კი გაჩერდა

თითქოს თანდათან სიტყვებს მართმევდა

მე რომ წავედი ხომ დარჩა ფიქრი?

ხან ძალზე მშვიდი ხან ძალზე გიჟი

შეუცნობელი ძველის მგმობელი

და ახლის მთქმელი ახლის მპოვნელი

ალბათ მაგ ფიქრებს ერია სევდა

და ჩემთან ყოფნის ნაზი იმედი

მაგრამ უფალმა არ მოგვცა ნება

ერთმანეთისგან გვესწავლა ენა

ენა ახალი სიტყვით მრავალი

სიყვარულისგან შექმნილ ნაქარგი

ახლა დარჩება შენთან ფიქრები

მას მოუფრთხილდი მასში ვიქნები

ვიცი განიცდი ცრემლებს არ იშლი

თუმც არ გესმის და არც კი იცი

ამ ცხოვრებაში გავტეხე ფიცი

და ამ ფიციდან დამედო ტვირთი

მე რომ წავედი წლები გაჩერდა

საუკუნისგან წუთიც არ შეგრჩა

თითქოს წუთებში წამიც გაიყო

წარსულის წლები სევდამ დაიპყრო

ახლა დარჩება შენთან იმედი

რომ ჩვენ ისევ ერთად ვიქნებით

აქ თუ დაკგარკე იქ არ გაგიშვებ

და სამუდამოდ ერთად ვიქნებით
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<