ქალს თუ ყოველ წუთში არ უთხარი "მიყვარხარ", გულში უნდობლობა შეუღებს კარებს; ქალს მუდამ ოცნების ტაძარში მიყავხარ და მუდამ ფერება სჭირდებათ ქალებს. იას თუ ყოველ წუთას წყალი არ აპკურე, დაჭკნება, დაკარგავს შნოსა და ლაზათს, ქალსაც ყოველწუთში ღიმილი აჩუქე და მის სულს, ფაქიზს ემთხვიე ნაზად. ქალი მცველს დაეძებს ერთგულს და უძლეველს, არ უნდა ალმასი, ძოწი და ლალი, არ გთხოვს სამკაულს ძვირსა და უძლეველს თვით სიყვარულია საუნჯე ქალის!!!!! |