შენს გზას გავყურებ მთელი დღე,
კვლავ აწვიმს სადღაც ლელიანს...
როგორ გავტეხო მანძილი,
რომელიც ასე გრძელია.
ჩვენს შორის სალი მთებია
და ბილიკები მოცლილი
და ჩემი სველი თვალები,
დარდებით ამოკოცნილი.
შენს გზასგავყურებ მთელი დღე,
ჩემს ყოველ უჯრედს ახსოვხარ,
რა არის შორი მანძილი, გულთან თუ ასე ახლოს ხარ. |