siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-11-25 - 9:47 AM    
siyvaruli.in
ჩუმად ყინწვისით შემომესმა ფრთათა შრიალი
თუ ჩემი ლექსის ბწკარედები ფრენენ თავანებს,
ჩასძინებიათ ჟღალისფერი ჩოხებით მოსილთ
და კახურ ღვინით ნასიამებ იმ დიდ თავადებს.
ჩვენ თვალს არ ვხუჭავთ, ლექსით ველით კვლავ გათენებას
ბევრს დავამუნჯებთ გაზაფხულისფერი რითმებით
ჩვენ ის ჯიში ვართ, ვინაც სიკვდილს არ უშინდება
და სამარეშიც სიყვარულით სავსე ვიქნებით
ჩვენ ის ჯიში ვართ, პოეტების ჯიში მარადი
ვინაც საწუთროს სადარდელი ლექსად აქცია
ვისაც მამული ერთი ჰქონია ქვეყნად
და იმ ერთისთვის მთელი სისხლი მიწად აქცია
და ამიტომაც, ლამაზია ჩვენი სამშობლო
კიდით კიდემდე უფლის ხელით გადახატული
რა იქნებოდა უსაქართველოდ დღეს პოეზია?
ანდა უჩვენოდ - ლექსი ქართული?
ავაფრიალოთ სიტყვა, როგორც სამშობლოს დროშა
დროშა ნაფერი სისხლისა და მიწის სურნელით
დგეხარ - სინდისი, პირტიტველა და ვაჟკაცური
და სუფთა, როგორც სულ პირველი კოცნა წუხელის
ჩუმად ყინწვისით შემომესმა ფრთათა შრიალი
თუ ჩემი ლექსის ბწკარედები ფრენენ თავანებს,
მაგ სიყვარულით ანთებული ყაყაჩოები
გაგვინათებენ სანთელებივით ცათა სავალებს
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<