ჩვენი ცხოვრება ნისლით მოცული ბრმად მიუყვება ბილიკებს სადღაც, არავინ იცის სად წავიქცევით არავინ იცის რა ხდება გაღმა. ხან იძულებით მააინც მივყვებით მივყვებით ვტირით,ვიცინით ხანაც, როგორ საჩუქარს გვიმზადებს ბედი არავინ იცის თვით ღმერთის გარდა. უფალს მივანდოთ დღე ხვალინდელი რა გველოდება მან იცის კარგად, ჩვენ კი ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი გავუყვეთ ბილიკს,გავუყვეთ შარას. ჰოდა მივენდოთ დროთა დინებას ალიონს შევხვდეთ ღიმილით,ლაღად და გუშინდელი დღე უნიათო მოგონებების ვაქციოთ ჟამად. |