siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 6:54 PM    
siyvaruli.in
მერე რა, თუ კი ცხოვრება შენი გაყენებს ტკივილს,

რამოხდა თუკი შენი გული, ხშირ ხშირად ჩივის,

მერე რა,თუ კი სადარდებელს ვერავის ანდობ,

და შენს ტკივილს და გულისნადებს, ცრემლებით ახშობ,

რამოხდა, თუკი ზოგჯერ თეთრად ათენებ ღამეს,

და ოცნებებში ჩაძირული გაჰყურებ მთვარეს,

ცხოვრება მაინც ლამაზია, სიკვდილს რად ნატრობ,

გულს რატომ იტეხ, ნახავ, ვისაც ყველაფერს ანდობ,

ცხოვრებამ დღეს თუ გადაგღალა ხვალ ნახავ შვებას,

ნუ მისცემ შენს თავს, მარცხისა და დაცემის ნებას!

შენს ცრემლებს,ღმერთი იცოდე, რომ ითვლის წვეთებად,

გწამდეს, რომ ცუდი ,შეიცვლება,ლამაზ დღეებად!

გქონდეს იმედი! ნუ გაიტეხ დღეს გულს უბრალოდ,

გწამდეს მომავლის და გაქრება სევდა უკვალოდ!

ნატვრა გაქვს? ჰოდა შეეცადე, რომ ის აგიხდეს

თესე სიკეთე, რომ ის შემდეგ სულ წინ დაგიხვდეს,

გახსოვდეს, ღმერთი არ გაწირავს მისგან გაჩენილს,

გქონდეს იმედი, უკეთ გალევ შენს გზას დარჩენილს.
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<