siyvaruli.in: By nervoza

ჩემი დუმილიც მიითვალე
შენდამი ლოცვად  . . .

2024-12-23 - 7:00 PM    
siyvaruli.in
მაინც შენმა მონატრებამ მომიარა,
ისევ შენი მომიფრინდნენ ოფოფები...
მე ცხოვრება გადამექცა ბოდიალად...
ან თვითონ ვარ მაწანწალა – მოწოდებით!

ნუ ელი, რომ ჩემს ლექსებში მოვა წვიმა
და უნაზეს ოცნებებით დაგასველებს...
ცელიანმა კაცმა თუკი გამიღიმა
მხოლოდ შენი მონატრება გამაჩერებს...

ვიცი, თუმცა, ამ ლექსებით იხიბლები,
უჩემობას არასოდეს მაპატიებ...
მაინც შენი მიხსენებენ ოფოფები,
ჩემი ვნება სხვას ვერავის დავაწიე!

ჩემი ბედით იმიტომაც ვიბოღმები –
მხოლოდ შენთვის გააგორა კამათელმა,
ჩემი თავი ღმერთმა უღვთო გაბრაზებით
შენ გადმოგცა, ვით უტკბილეს ანათემას...

თვალებს – შენი მონატრებით დაფერილებს
ისევ შენი ელანდებათ ოფოფები...
მივუყვები ჩემი სულის ქვაფენილებს –
სულში უკვე აღარ არის მწვანე გზები!

ალბათ გრძნობაც აღარ არის ისე ნაზი
როგორც მაშინ, ეგ თმები რომ მაფეთებდა...
წაიკითხე მაწანწალის მუხამბაზი,
მაპატიე ცხელი სისხლის გათეთრება...

შენი თეთრი ოცნებების დარბაზები
სულისძვრებმა თუკი ჯერაც არ დაბზარა,
დედოფალო! აპატიე ოფოფები
მოწოდებით ახირებულ მაწანწალას
 
გაუზიარე მეგობრებს










გამოკითხვა

გიტაცებთ თუ არა სასიყვარულო პოეზია?
სულ პასუხი: 7044

ავტორიზაცია



იყიდება siyvaruli.in

ჩვენ facebook-ზე

რეკლამა

რეკლამა

რეკლამა

მინი ჩათი


500

რეკლამა

რეკლამა

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0



www.wsa.ge PageRank


              თქვენთვის ზრუნავს © nervoza

<